ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რეგიონალური წარმომადგენელია. დიდ რაოდენობებზე მუშაობა კომპანიას საშუალებას აძლევს მიაღწიოს მასშტაბის ეკონომიას. ამასთან, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა საშუალებას აძლევს კომპანიის მომწოდებლებს გააკეთონ დანახარჯების ოპტიმიზაცია და შესაბამისად, მოწოდებულ საქონელზე ფასებიც მაქსიმალურად შეამცირონ.
ჩვენი მთავარი მამოძრავებელი მიზანი პროდუქციის მიწოდების დროის მაქსიმალურად შემცირება და მიწოდების პირობების მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებაა. ჩვენს საწყობში არსებული მარაგები გათვლილია იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორების დროული მომარაგება. ჩვენი თითოეული თანამშრომელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაგიცვათ მარაგების არ ქონით გამოწვეული გაუგებრობების, დაუგეგმავი გაჩერებებისა და სხვა პრობლემებისგან.
ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის ტექნიკური მენეჯერი მზადაა უპასუხოს თქვენს ნებისმიერ შეკითხვას, გაგიწიოთ პროფესიული კონსულტაცია თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. საჭიროების შემთხვევაში ის ადგილზე გაეცნობა პრობლემის არსს და შეეცდება ის მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოფხვრას.
ჩვენს კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერთან დაკავშირება შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული საკონაქტო ფორმის, ან საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. ის მზადაა დაამუშაოს თვქვენი მოთხოვნა, შეგიქმნათ თქვენთვის ხელსაყრელი მოწოდების გრაფიკი და დაგეხმაროთ მარაგების მართვაში.