დაარსებიდან (1975 წ) 40 წლის განმავლობაში OZ დამსახურებულად ატარებს საავტომობილო სფეროს ლეგენდის ტიტულს. ავტო სპორტის ყველაზე სახელგანთქმულ ბრენდებთან ერთად გამარჯვებამ და წარმატებისკენ დაუღალავმა სვლამ OZ – ი ბაზრის ლიდერად აქცია.

OZ აწარმოებს ყველაზე მსუბუქ და მტკიცე საავტომობილო დისკებს ავტორბოლისთვის (F1, Rally, DTM, Indy..). ავტონაწილების და აქსესუარების, ავტო და მოტოციკლის მწარმოებლების ბაზრებისთვის. OZ ასრულებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კომპანიების Bertone, Pininfarina, AMG, Hartge, Callaway, Schnitzer, Cizeta, Strosek , Giugiaro – ს ნებისმიერი სირთულის დაკვეთას.
OZ მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩენს იტალიურ გემოვნებას, სტილს, ხელოვნებას და კულტურას. ბრენდისთვის დამახასიათებელი განსხვავებული დიზაინი კი ამ ღირებულებების თავმოყრაა.

კრეატიულობა, ინოვაცია და მრავალწლიანი ტექნიკური გამოცდილება, შთაგონებული იტალიური გემოვნებითა და სტილით – ეს OZ – ის გუნდის წარმატების ფორმულაა.

OZ ეს არის:

უპირატესობა. OZ გვთავაზობს საუკეთესო გადაწყვეტილებებს კვლევის, უახლესი ტექნოლოგიების, დიზაინისა და ხარისხის კუთხით.

იტალიური მემკვიდრეობა. OZ იტალიური საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიის ნაწილია. კომპანია მსოფლიო დონეზე წარმოაჩენს იტალიურ გემოვნებას, სტილს, ხელოვნებას და კულტურას.

საავტომობილო რბოლების გამოცდილება. OZ საავტომობილო დისკების მწარმოებელი მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ბრენდია.

100% – იანი ხარისხი. OZ – ის მიერ წარმოებული პროდუქცია სერტიფიცირებულია TUV სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. OZ საავტომობილო დისკების მწარმოებელი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც დისკების ხარისხის ტესტირებისთვის LBF Biaxal დანადგარს იყენებს.

ტექნოლოგიური კვლები
OZ – ის ტექნიკური ლაბორატორია კომპანიის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. აქ მიიღება უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. ეს არის ადგილი, სადაც წლების განმავლობაში წარმოებული ყველა საავტომობილო დისკი დაიხვეწა და შეიძინა უნიკალური დიზაინი. OZ Tech Lab™ – ის ინჟინრები და დიზაინერები ყოველ დღე მუშაობენ ექსკლუზიური, ინოვაციური ტექნოლოგიების აღმოსაჩენად და ქმნიან ნოუ-ჰაუს ბაზარზე. მრავალწლიანი გამოცდილებისა და უახლესი ტექნოლოგიების შეზავებით კი იქმნება უნიკალური პროდუქტი.