IMG_0932

8 სექტემბერს „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის“ ოფისში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი იტალიური ბრენდის „Pakelo” – ს ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები, კომპანიის პრეზიდენტი ბატონი ალდო პოლაკო და ექსპორტის მენეჯერი ბატონი სტეფანო მაროსტიკა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კომპანიების წარმომადგენლებს შორის, რომლის დროსაც განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები. კერძოდ, საუბარი შეეხო „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიისთვის“ ექსკლუზიური დისტრიბუტორის სტატუსის მინიჭებას საქართველოში და უახლოეს მომავალში ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას.

შეგახსენებთ, რომ  კომპანია „Pakelo“ დაასრდა 1930 წელს და აწარმოებს საცხებ-საპოხ მასალებს როგორც მსუბუქი ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის, ასევე სატვირთო ავტოტრანსპორტისა და სპეც.ტექნიკისთვის.

1988 წლიდან კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სარბოლო გუნდებთან, გახლავთ Ferrari – ს ტექნიკური პარტნიორი “FIA WEC”, “24h of Le Mans” ჩემპიონატში და არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.