ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლები 1 კვირიანი ვიზიტით იტალიაში, SAFE – ს ქარხანაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებს შორის, რომლის დროსაც განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
აგრეთვე ვიზიტის ფარგლებში „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის“ ტექნიკოსებისთვის ჩატარდა 6 დღიანი ინტენსიური ტრეინინგი, რომლის ფარგლებშიც მათ შეისწავლეს Safe-ს პროდუქცია, მისი ტექნიკური მახასიათებლები და დაეუფლნენ პროდუქციის სწორი მონტაჟისათვის საჭირო ცოდნას. ტრეინინგის ბოლოს გაიცა შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
როგორც მოგეხსენებათ, იტალიური Safe 1975 წლიდან აწარმოებს ინოვაციურ პროდუქციას გაზ-გასამართი სადგურებისათვის. 1980 წლიდან კი გახლავთ მსოფლიო ლიდერი ბუნებრივი აირის კომპრესორების წარმოებაში.